ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. თავად თეიმურაზ ვარშანიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ხმამაღალი საუბრისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ბრალს არ აღიარებს. ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.