"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებს "ქართული ოცნების" შესაცვლელად კოალიციის შექმნას სთავაზობს. პარტიის თავმჯომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების იარაღი სწორედ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას გააჩნია. კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს. ვინ აპირებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას და რა ხდება თემის გარშემო .