ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერა. აუზის კომპლექსში 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყო,ასევე მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.