პრემიერ-მინისტრი ღიმილით პასუხობს კითხვას, რომელიც პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდების აქციას შეეხებოდა. აქციის მონაწილეების სუფთა ფურცლისა და წარწერიანი პლაკატებისთვის დაკავება, პრემიერისთვის საინტერესო საკითხი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომლებზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა