კახოვსკას კაშხალზე მომხდარ აფეთქებას, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ეხმაურებიან. სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგრესიას გმობს და აცხადებს რომ ომის დანაშაულებს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს რომ რუსული ჯარის მიერ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვა, იმ ომის შედეგია, რომელსაც უკრაინაში რუსეთი აწარმოებს. მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ვითარების ესკალაციის ნაცვლად მხარეები უნდა დასხდნენ და ომის დასრულების შესახებ მოილაპარაკონ.