გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს აგრძელებენ. საკანონმდებლო ორგანოში პარტია ლელო ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს უკვე შეხვდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და რობინ ვაგენერს შორის. ამის პარალელურად შეხვედრებს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაელ როტიც მართავს.