საქართველოდან თევზის ექსპორტი 2-ჯერ შემცირდა, ფასი კი 4-ჯერ გაიზარდა. საინტერესოა სად ვყიდით და ვყიდულობთ ზღვის პროდუქტს. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, წელს 4 თვეში საქართველომ ექსპორტზე თითქმის 78 ტონა ახალი ან გაცივებული თევზი გაიტანა და დაახლოებით მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 158 ათას ტონაზე მეტი ეს პროდუქტი გავიტანეთ ექსპორტზე და მისგან მიღებულმა შემოსავლმა 246 ათასი დოლარი შეადგინა. წლის ამ პერიოდში საქართველოდან თევზი ძირითადად გავიდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აპრილში დაახლოებით 3 მლნ დოლარის ღირებულების თევზი შემოვიდა. შედარებისთვისთვის, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მილიონ 700 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება თევზის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს, ზღვის პროდუქტი ძირითადად შემოვიტანეთ თურქეთიდან, ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან.