მიმდინარე წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით, 1 133 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით 50 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია ნათქვამი.
რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებს, 2023 წლის აპრილში, ბათუმში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში, აპრილის თვეში მოთხოვნა გაზრდილია ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 42%-ით, თუმცა ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობის 28% და 27%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, შავი ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით, 690 დოლარამდე გაიზარდა.