კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს - განცხადებას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.