ჰოლივუდის სცენარისტების შემდეგ გაფიცვას მსახიობთა გაერთიანებაც გეგმავს. გაერთიანების 160 000 წევრიდან 97%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა პროტესტის ამ ფორმას, იმ შემთხვევაში თუ სცენარისტებისა და რეჟისორების მსგავსად, მათი კონტრაქტების სახელფასო პუნქტის განახლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
უმსხვილეს კინოკომპანიებთან მოლაპარაკებებისთვის მსახიობებმა ბოლო ვადად 7 ივნისი დაასახელეს.
ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები კომპანიების რაოდენობის ზრდის გამო უფრო მაღალ ანაზღაურებას და მოგებიდან უფრო დიდ წილს მოითხოვენ.