უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას ეხმაურება. მისი თქმით, კაშხლის განადგურება მხოლოდ კიდევ ერთხელ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ რუსები უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან უნდა განიდევნონ.
უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება.