პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა, 21 წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის იმერეთში აშენებული ობიექტები ადგილზე დაათვალიერა. აქამდე კი მთავრობის მეთაურმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებსაც გაეცნო. სტადიონი აღჭურვილია ყველა აუცილებელი თანამედროვე სივრცით. სპორტულ ობიექტებთან ერთად, პრემიერი იმერეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნობა.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ობიექტს. სამუშაოებისთვის კი 115 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან გაიხარჯა.
ცნობისთვის, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.