თუ ოდესმე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოხვდით, შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო შენობა ნახოთ, რომელსაც ხალხმა „ბრაზი“ შეარქვა. ამბობენ, რომ ის ორ ძმას შორის დაპირისპირების შედეგად აშენდა, რომლებმაც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიწის ორი ნაკვეთი მიიღეს.
მოგვიანებით, ერთ-ერთი ძმის ნაკვეთი ნაწილობრივ მშენებარე გზამ დაიკავა, რასაც ძმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ისინი დარჩენილი ნაკვეთის გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ერთ-ერთმა ძმისთვის ზღვის ხედი რომ დაეფარა და ნაკვეთი გაეუფასურებინა, 120 კვ.მ-ზე უჩვეულოდ ვიწრო შენობა ააგო.
1954 წელს აგებული სახლის მაქსიმალური სიგანეა 4 მ, ხომ მინიმალური 60 სმ.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში არ შედის, ზომების გათვალისწინებით, „ბრაზს“ არასოდეს დაანგრევენ. მშენებლობის მოქმედი ნორმების მიხედვით, მის ადგილზე სხვა შენობის აგება შეუძლებელია, რადგან მინიმალურ დასაშვებზე ნაკლები ფართობი უჭირავს.
ლიბანელები ხუმრობენ, რომ „ბრაზი“ ძალიან დიდხანს იდგება, როგორც „ძმური სიყვარულის“ სიმბოლო და თაობებს შეახსენებს, რომ მტრობას და დაპირისპირებას სარგებელი არავისთვის მოუტანია.