პაოლო მალდინი ტოვებს „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს. მასთან ერთად გუნდიდან მიდის სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარი.როგორც ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, „მილანის“ მფლობელმა ჯერი კარდინალემ მენეჯერებს აცნობა, რომ ისინი არ ჯდებიან კლუბის გეგმებში და ამიტომაც განთავისუფლებულნი არიან თანამდებობებიდან.
გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება აიხსნება ერთის მხრივ, რთული ურთიერთობებით მალდინისა და მასარს შორის და მეორეს მხრივ, კარდინალესთან რთული დამოკიდებულებით. მალდინისა და მფლობელს სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ სატრანსფერო ბიუჯეტის თაობაზე.
Football Italia, Sky Sport Italia და სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ მალდინი ცდილობდა დიდი ავტონომიის მოპოვებას და ახალ ფეხბურთელებზე ხარჯების გაზრდას, იმ დროს, როცა ხელმძღვანელობა აპირებდა მინიმალური დანახარჯების შენარჩუნებას და ამჟამინდელი ბიზნეს-მოდელით მუშაობის გაგრძელებას.