უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
იმ სოფლებიდან, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.