აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ ირანი დიპლომატიის გზაზე უარს იტყვის, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთგზის განაცხადა, ყველა ვარიანტი განიხილება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.
ბლინკენის თქმით, აშშ-ის ვალდებულება, დაიცვას ისრაელი ურყევია. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ირანის რეჟიმი ყოველდღიურად ემუქრება ისრაელს რუკიდან წაშლით და საფრთხეს უქმნის მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებას.
ბლინკენის თქმით, თეირანის მიერ მოსკოვისთვის მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენება.