ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ორშაბათს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტები შეიტანა.
მაიკ პენსი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს იკავებდა. პენსი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში და ერთი ვადით ინდიანას გუბერნატორის თანამდებობაზე.
63 წლის მაიკ პენსი თავის საარჩევნო კამპანიას ოთხშაბათს აიოვაში სიტყვით გამოსვლით ფორმალურად დაიწყებს. შესაბამისად, მაიკ პენსი რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე გახდა.