უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მათივე ცნობით, ამჟამად შემთხვევის დეტალები ზუსტდება და მალე ცნობილი გახდება თუ რა ზიანს მოუტანს კაშხლის აფეთქება უკრაინის დასახლებებს.
ამჟამად რეგიონის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს.
ჰესთან ახლოს მდებარე სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო.