უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის ირგვლივ მებრძოლ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დამცველებმა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე ტერიტორიები დაიბრუნეს.
ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების გარშემო 200-დან 1600 მეტრამდე დაწინაურდა. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ივანივსკესა და კლიშჩიივკას გარშემო კი - 100-დან 700 მეტრამდე.