ქართველი პოლიტიკოსები სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან, რომლითაც მან საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკაში დაადანაშაულა. ოპოზიციაში სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის იმიჯისთვის მმართველმა პარტიამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათივე შეფასებით, საჭიროა “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა და ქმედებები გამოასწოროს.