ჰაიტიზე წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაკარგულად ითვლება. ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 13 400 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. სტიქიის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სახლი დაიტბორა, 7 400-ზე მეტი ოჯახი კი დაზარალდა. ოფიციალური პირები ზუსტი ზარალის აღრიცხვაზე ამ დრომდე მუშაობენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მუშაობს. ძლიერი წვიმები ჰაიტიზე 3 ივნისს დაიწყო, რამაც ფართომასშტაბიანი წყალდიდობა და რამდენიმე რაიონში მეწყრული პროცესები გამოიწვია.