პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 000-ით გაიზარდა და ამ დროის მონაცემებით 716 000 სამუშაო ადგილია შექმნილი. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ეკონომიკრ ზრდაზეც ისაუბრა და აღნისნა, რომ საქართველოს ეკონომიკა 7, 3 %-მდე გაიზარდა. ამასთან საქართველოს მთავრობა ვაზიანის ყოფილ აეროდრომზე ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართველი და უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში აღნიშნული ტერიტორიას შეისწავლიან. მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაბსბს.