პრემიერ მინისტრის წლიური ანგარიშის წერილობითი ვერსია პარლამენტის ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. აღნიშნულ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც. კიდევ რაზეა გამახვილებული ყურადღება პრემიერის ანგარიშში და რა განცხადებებს აკეთებენ დეპუტატები.