გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაშლიჯვარში, ცურ ჯგუფმა, ერთ-ერთ სკვერში 15 იშვიათი სახის ხე "ირმის რქა" დარგო. კომპანია ჩართულია მსგავსი და სხვადასხვა სოციალური სახის პროექტებში და მიზნად ისახავს დედაქალაქის გამწვანებას და გარემოს გაჯანსაღებას. კომპანია მომავალშიც აპირებს გააგრძელოს და აქტიურად იყოს ჩართული მსგავსი ტიპის კამპანიებში.
კომპანია „ცურ გრუპი“ არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს „არომაკო“, „ბიზნეს ლაბორატორია“, „ნამი 8“, „ინოტეკი“,„ჯორჯიან ინვესტმენტ“, შპს „ბი იო“ და შპს „მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი“.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე კი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შორის და ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება.