გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. რომლებმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.