პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წერილობითი ვერსია პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს მტკიცედ მიუყვება და გლობალური გამოწვევების ფონზე მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.