საქართველოს მთავრობა ვაზიანის ყოფილ აეროდრომზე ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართველი და უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიას შეისწავლიან. მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს.