სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების ინდექსი გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 2.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 8.1 პროცენტიანი ზრდით.