ბათუმში რესტორან "რეტროში", რომლის მფლობელი მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. უწყება შეისწავლის დაირღვა თუ არა დასქმებულთა უფლებები. როგორც თანამშრომლები ყვებიან, დაპირისპირება რესტორნის პერსონალსა და მფლობელს შორის ობიექტზე რუსების დასაქმებას მოყვა.