რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ფრონტის ხაზზე ხუთი მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო, თუმცა რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია.
ამავე ცნობით, უკრაინის არმიის დანაყოფებმა შეტევა დონეცკის რეგიონში დაიწყეს, რომელშიც ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი მონაწილეობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი იყო ფრონტის ყველაზე დაუცველ სექტორზე რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევა იყო.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის არმიამ 250 ჯარისკაცი, 16 ტანკი, სამი ქვეითთან საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანმანქანა დაკარგა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ განცხადება არ გაკეთებულა.