გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცხადებულ კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.
უწყების ინფორმაციით, „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023” ქ.თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია მუმლაძემ მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023” გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასმათ ლეჟავამ.
გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.