"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას პატიმრობის დაუყოვნებლივ დასრულებას და პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ითხოვენ. მათი თქმით, მიმართვა პრეზიდენის სახელზე არაერთხელ გაკეთებულა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მოძრაობის წევრების განმარტებით, პრეზიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილის შეტანა არის სამართლებრივი წინაპირობაა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.