იორდანიაში დიდი დღესასწაულია. მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას უფროსი ვაჟი, პრინცი ჰუსეინი დაქორწინდა. მისი რჩეული რაჯვა ალ-საიფია, რომელზედაც ტახტის მემკვიდრე გასულ წელს დაინიშნა. პატარძალი ცერემონიაზე მოქმედ დედოფალთან, რანიასთან ერთად გამოვიდა. დედოფალი რანია ცისფერ კაბაში, ხოლო რაჯვა ალ-საიფი, თეთრი ფერის ოქროსფერი კანტებით გაფორმებულ კაბაში ბრწყინავდა.
საქორწილო ცერემონია ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა და მას სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და მისი ქალიშვილი პრინცესა კატარინა, ასევე დანიის პრინცესა მერი და სხვები.