საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. გახმაურებული ფილმი The Nun ("მონაზონი") 5 წლის შემდეგ მეორე ფილმით გრძელდება. წყევლის შემქმნელების ახალი ნამუშევარი, რომელიც ამავე სახელწოდების ფრენჩაიზში შედის, ეკრანებზე საშემოდგომოდ გამოვა. მანამდე კი, შესაძლებლობა გვაქვს, ფილმიდან პირველ კადრებს შევავლოთ თვალი.
The Nun 2-ში მოქმედება წინა ფილმის ფინალური სცენებიდან 4 წლის შემდეგ, კვლავაც და აირინის გარშემო ვითარდება, რომელიც დემონურ ძალასთან გამკლავებას ცდილობს.
ფილმის რეჟისორი ამჯერად მაიკლ ჩეივსია, ნაცნობ სახეებთან ერთად კი The Nun 2-ში ახალ მსახიობებსაც ვიხილავთ.
2018 წელს გამოსული მონაზონი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომერციულად წარმატებული საშინელებათა ჟანრის ფილმი გახდა. კინოსურათმა ჯამში $365 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
რაც შეეხება The Nun 2-ს, მისი პრემიერა 8 სექტემბერს იგეგმება.