აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პროგნოზით, უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევის საშუალებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებზე ძირითადი გავლენა ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს ექნება.