საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო სოლიდარობის აქცია სახელწოდებით "დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება" გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ადამიანების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლებები სახელმწიფოს მხრიდან არ ირღვეოდეს, მათივე თქმით რამოდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან ბანერების გამოფენის გამო მოქალაქეების დაპატიმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “ჯიუტებია” რომელთა განმარტებითაც პროტესტი ინტენსიური და კიდევ უფრო აქტიური გახდება.