საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წერილობითი ფორმით მთავრობის წლიური ანგარიში წარედგინება. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებულ 164-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე, ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.
მთავრობის ცნობით, რეფორმათა განხორციელება და ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით გრძელდება