2 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები აქტივისტებისა და უფლებადამცველების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. უფლებადამცველების განცხადებით, სამართალდამცველებმა დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ადვოკატებისთვის ასევე გაუგებელია რატომ დააყოვნეს დაკავებული პირები იზოლატორში, თუ მათ მაინც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებდნენ.