თბილისმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას WINEXPO 2023 უმასპინძლა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის პროდუქციას. გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსიც. გამარჯვებული ღვინოები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.