7-8 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს. ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაშლილ კარავში რჩება და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტის ყველა დასაშვებ ფორმას მიმართავს. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ლაზარეს სახით, მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რათა პროევროპული ახალგაზრდების დისკრედიტაცია მოახდინოს.