ბათუმში, გუშინ აქციის დროს დაკავებული ექვსი პირიდან სამი, გაათავისუფლეს, ისინი არასრულწლოვნები არიან. წინასწარი დაკავების იზოლატორში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე რჩებიან. დაკავებულები გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში მოქალაქეები ბანერებზე დატანილი წარწერების გამო დააკავეს.