თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო. პარლამენტის დროებითმა თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის მეთაურს არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. ღონისძიებას 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 52.18 პროცენტით გაიმარჯვა.