უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვი აცხადებს, რომ უკრაინის გეგმები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ კონტრშეტევასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი მიზანი უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებაა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაისში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას “ბოლო სტრატეგიული ვარიანტი" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები 90%-ზე მეტად ეფექტურია ამ თავდასხმების წინააღმდეგ.