ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, რის გამოც ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხისწინაშეა. მათივე განცხადებით, ამ პროცესებში ყველაზე ნაკლები პასუხიმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტებს რეკომენდაციების შესრულება არ სურთ , რის გამოც ისინი სამუშოა ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობასაც კი არ იღებენ.