უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის. მისი თქმით, მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. ზელენსკიმ ასევე განცხადა, რომ კონტრიერიშის დროს უკრაინამ შესაძლოა საგრძნობი დანაკარგები განიცადოს, ვინაიდან რუსეთი ჰაერში უპირატესობას ინარჩუნებს, უკრაინა კი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის.