საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკშვილის ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლების შესახებ საუბრობს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში პრეზიდენტის ახალ გზვნილებს იზიარებენ და პოლიტიკური დევნის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვლილი აქვს, რის გამოც ის მსგავს განცხადებებს აკეთებს.