ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, გუშინ, პარლამენტთან ადვოკატ შოთა თუთბერიძისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავება „გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“. ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.