ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 288-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 900 ადამიანი. შემთხვევა ოდიშას შტატში მოხდა. მედიის ცნობით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა. ოდიშას სახანძრო სამსახურის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რომელშიც 700-მდე ადამიანია ჩართული. ინდოეთში 3 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.