თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საავადმყოფოთა ქსელ „მედიქალ პარკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარებას და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.