ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით პარლამენტის შენობის წინ. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადაცმცველები. შეკრებილების თქმით, სამართალდამცავებმა მოქალაქეების დაკავება ბანერზე დატანილი წარწერების გამო დაიწყეს, რადგან მათი თქმით, ბანერებზე სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ ეწერა. დაკავებულთა შორის იყო იურისტი, შოთა თუთბერიძეც, თუმცა ის გუშინვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები დაკავებებს და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას ქვეყნის მთავარ გამზირზე დღეს, 21 საათზე ისევ გააპროტესტებენ. დაკავებულები ახლა სასამართლო პროცესების მოლოდინში არიან.